Tuesday, March 4, 2014

მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე

ავტორები: მიხეილ გიორგაძე,  მერი ნებიერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 
განათლების ადმინისტრირების პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
2014 წელი 
(პირველი სემესტრი) 

  აბსტრაქტი 

 წინამდებარე ნაშრომი „მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე“ სასწავლო პროცესის იმ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის საპილოტე კვლევას წარმოადგენს, როგორიცაა მასწავლებლის საკუთარი თავისა და პროფესიისადმი დამოკიდებულებების გავლენა სწავლებისა და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. პიროვენების „მე-კონცეფციის“ კარგად გააზრების შემთხვევაში, შეგვიძლია ვიმსჯელოთ თვითშეფასების ხარისხზეც, რომლის ნაირგვარობაც მასწავლებლებში გარკვეულ ქცევებს წარმოშობს. განათლების ფსიქოლოგია კი სწავლობს ამ ქცევების ტიპებს და მათ გავლენას ურთიერთობებზე, სასწავლო გარემოზე და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე.
 წინამდებარე საპილოტე კვლევა წარმოადგენს სწორედ მცდელობას იმისას, რომ დავადგინოთ მასწავლებელთა თვითშეფასების დონე. აღნიშნული კვლევის ინტრუმენტად გამოყენებულია რაოდენობრივი ტიპის ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის შედეგები საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ კონკრეტული სკოლის იმ ზოგად ტენდენციებზე საგაკვეთილო გარემოსა და აკადემიური შედეგების კუთხით, რასაც მასწავლებელთა თვითშეფასება ქმნის. 
 კვლევის საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ შედეგები განზოგადებული სახით წარმოვადგინოთ, სადაც არ არის განხილული მასწავლებლების თვითშეფასების ანალიზი ინდივიდუალურად, თუმცა შედეგების განზოგადებული ფორმა იძლევა ზოგადი განწყობების შესაფასების საშუალებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება ორგანიზაციის ხელმძღვანელს სწორად შეაფასოს მასწავლებელთა განწყობები და ასევე მათი პროფესიული საჭიროებები. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის სწორად დასაგეგმად. 

  შედეგების განხილვა 

 ჩვენი პროექტის მიზანი იყო ჩაგვეტარებინა მასწავლებელთა თვითშეფასების, საკუთარი საქმიანობისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულების კვლევა სსიპ დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის მაგალითზე. კვლევის აქტუალურობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელზეც დამოკიდებულია სკოლაში სწავლებისა და აღმზრდელობითი საქმიანობის ხარისხი. ამ კუთხით არაერთი კვლევაა ჩატარებული და არაერთი ორგანიზიაციაა (სამთავრობო თუ არასამთავრობო), რომელიც განათლების საკითხებზე მუშაობს, ამახვილებს ყურადღებას ამ ასპექტებზე. ამიტომაც კვლევის დაწყებამდე საშუალება გვქონდა, საკმაოდ ვრცელ და საჭირო ინფორმაციას გავცნობოდით. 
სანამ უშუალოდ კვლევითი ნაწილის განხილვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის კავშირები, რაც თვითშეფასებასა და პროფესიული საქმინობით გამოწვეულ კმაყოფილებას შორის არსებობს. განათლების ფსიქოლოგია სწორედ ამ ორი ფაქტორის ურთიერთკავშირს ასახელებს მასწავლებლის მიერ საკუთარი თავის კონტროლის დონის განმსაზღვრელად. 
 სწავლების თანამედროვე მიდგომები, როგორც ვიცით, აქცენტს აკეთებს არა იმ ტიპის მასწავლებელზე, რომლიც საკუთარი მოსწავლეების განათლებით არის დაკავებული, არამედ მასწავლებლზე, როგორც მოსწავლეების დამხმარეზე სწავლების პროცესში. ასეთ მიდგომებს სწორედ მაღალი თვითშეფასებისა და მაღალი პიროვნული პოტენციალის მქონდე მასწავლებელი იჩენს. 
 აქვე აუცილებლად უნდა განიმარტოს თვითშეფასების მნიშვნელობა აღნიშნულ კონტექსტში. ამისათვის აუცილებელია შემოვიტანოთ მე- კონცეფცია, ადამიანის შეხედულებები საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე, სოციალურ სტატუსზე და ა.შ. ამ აზრებისა და შეხედულებების ემოციურ - დადებით და უარყოფით შეფასებას უწოდებენ სწორედ თვითშეფასებას, რომელიც შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი. მაღალი თვითშეფასებისას პრობლემები ნაკლებია, მაღალი სოციალური ურთიერთობები შედარებით მოგვარებულია, ხოლო დაბალი თვითშეფასებისას სოციალური პრობლემებისგან თავის დასაღწევად ადამიანი იკეთებს სოციალურ ნიღაბს, რომლითაც შედის გარემოსთან ურთიერთობაში. სწორედ ამ ურთიერთობებზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ მასწავლვლების თვითშეფასებასა და მის გავლენაზე სასწავლო პროცესზე.
 ჩვენ მიერ შეგროვებული მასალები ნათლად აჩვენებს კონკრეტული სკოლის მდგომარეობას მასწავლებელების თვითშეფასების კუთხით, რაც თავის მხრივ, ქმნის გარემოს სკოლაში და აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე. 
 საგანგებოდ შედგენილი კითხვარის მეშვეობით გამოვიკვლიეთ, როგორი თვითშეფასება აქვთ საჯარო სკოლის მასწავლებელებს. საკვლევად ავიღეთ ერთი სკოლა - სსიპ დაბა სურამის N2 საჯარო სკოლა. კვლევის ფარგლებში გამოვიკითხეთ 24 პედაგოგი. კითხვარი მოიცავდა ყველა იმ კომპონენტს, რომლითაც წარმატებული მასწავლებელი ხასიათდება. რესპოდენტები საკუთარ შესაძლებლობებს ყველა ამ კომპონენტის მიხედვით 5 ბალიანი შკალის მიხედვით აფასებდნენ. შედეგები ასეთია:




კითხვარების ანალიზი და მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ მასწავლებლების უმეტესობის თვითშეფასება (83%) მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიუთითებს. მხოლოდ 13% მასწავლებლებისას აქვს ადეკვატური თვითშეფასება, რაც მათ პროფესიონალიზმზე მიანიშნებს. გამოკითხულთა 42%-ის თვითშეფასება კი მათი უმაღლესი კავლიფიკაციის მიმანიშნებელია. მასწავლებლების მხოლოდ მიცირე ნაწილია, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ ისინი საკუთარ პროფესიასა და ფუნქციონალურ მოთხოვნილებებში არ მოიაზრებენ საკუთარ თავს. აღნიშნული ტენდენციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებელები პროფესიული განვითარების მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს საჭიროებენ (ტრენინგები, გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები, კონფერენციები და ა.შ.). აღნიშნული ფსიქოლოგიური კვლევა ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი აქტივობების საჭიროების დასადგენად.
თეორიული მასალა, არაერთი კვლევა, რომლებიც ჩატარებულა სახვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოში ამტკიცებს, რომ მასწავლებლების თვითშეფასება აისახება მოსწავლეთა ქცევასა თუ აკადემიურ ხარისხზე. მასწავლებლების ტიპი განსაზღვრავს, როგორია მოსწავლე - პასუხისმგებლიანი თუ პირიქით, სწავლაზე ორიენტირებული თუ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით სავსე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ მასწავლებლის თვითშეფასების ხარისხი აისახება ბავშვის როგორც სკოლაში ქმედებაზე, ასევე მის გარკვეულ ფსიქოტიპად ჩამოყალიბებაზე, მის პიროვნულ ღირებულებებსა და შეხედეულებებზე. მაგალითად: მასწავლებელიმოწამე“; მასწავლებელიმეგობარიდა მასწავლებელიპარტნიორიყოველთვის ქმნის მისთვის დამახიათებელ გარემოს საკლასო ოთახში და ზემოქმედებს სასწავლო პროცესზე. პირველი ტიპის მასწავლებლის შემთხვევაში მოსწავლეები უპასუხისმგებლოები, პრობლემისაგან გაქცევის მომხრენი და თავხედები არიან. მეორე შემთხვევაში მოსწავლეები საერთოდ კარგავენ პასუხისმგებლობის გრძნობას. ხოლო მესამე შემთხვევაში მოსწავლე მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებულია.
აღნიშნული კვლევის პილოტირება, რაც მხოლოდ მცდელობაა მასწავლებელთა თვითშეფასების საკვლევად, რა თქმა უნდა, არ  იძლევა საშუალებას დავადგინოთ თითოეული მასწავლებლის ტიპი. ამის გამო შეუძლებელია ინდივიდუალური რეკომენდაციების მიცემა მასწავლებლებზე, თუნმცა, ვფიქრობთ, ის ნამდილად არის წინაპირობა იგივე შინაარსის კვლევის გასაგრძელებლად.
კვლევისას და აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოძიებისას ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო რამ გამოიკვეთა, რაც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თვითშეფასება შეიძლება ადამიანმა აიმაღლოს, თუ ამას ყურადღებას მიაქცევს და მიიჩნევს, რომ ამაზე ზრუნვა აუცილებელია.
  
თვითრეფლექსია - მერი ნებიერიძე
არნიშნულ კვლევაზე - „მასწავლებლების თვითშეფასება და მისი გავლენა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხზე“ - ვმუშაობდით ორნი: მე, მერი ნებიერიძე და მიშა გიორგაძე. კვლევის პროცესი გაგრძელდა 10 დღის განმავლობაში და ამ პროცესმა მე მომცა გარკვეული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც, ვფიქრობ,  სასარგებლო და გამოსადეგი იქნება ჩემთვის მომავალ საქმიანობაში.
კვლევაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და ჩემთვის ინფორმაციული აღმოჩნდა. პირველი ეტაპი - კითხვარის მომზადება, შემდეგ მისი პილოტირება და შემდგომ უკვე უშუალოდ მონაცემების ანალიზი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. ჩემი ჯგუფის წევრზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან კომფორტული ადამიანია ერთად სამუშაოდ და გუნდური საქმიანობა მასთან მართლაც იყო ჩემთვის კარგი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მომცემი.
ჩვენ კვლევის ყველა ეტაპზე ვმუშაობდით ერთობლივად, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მისი როლი უფრო მნიშვნელოვანი იყო სამუშაო პროცესში. ჩემი ჩართულობა, გადაწყვეტილებების მიღებისას ინიციატივიანობა და სხვ. შემიძლია ხუთქულიან შეფასებას თუ ავიღებთ, შევაფასო 3 ქულით.


თვითრეფლექსია - მიხეილ გიორგაძე

წინამდებარე ჯგუფურ პროექტზე ვიმუშავეთ ორმა წევრმა მე - მიხეილ გიორგაძემ და მერი ნებიერიძემ. სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გარდა უნივერსიტეტში აკადემიური მიზნებისა აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის, რადგან კვლევა ჩემს სკოლაში ჩავატარე. აქედან გამომდინარე, მის შედეგებს ჩემთვის ორმაგი მნიშვნელობა ქონდა. საკმაოდ ღირებულია ჩემთვის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ჩემი მასწავლებლების თვითშეფასების შესახებ, რომელიც მაძლევს მე საშუალებას, თუნდაც ზოგადეი ტენდენციების საფუძველზე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები სწორად დავგეგმო. კვლევა ნათლად აჩვენებს და მიანიშნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებზე, რაც შესაძლებელია, გახდეს კიდეც სკოლაში სხვადასხვა ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტიმულიც. ამ მიმართულებით ჩემი, როგორც ხელმძღვანელის როლი მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ნამდვილად მნიშვნელოვან გამოცდილებას იძლევა ჩემთვის.
პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე აქტიურად ვიყავი ჩართული. მუდმივად ვაწვდიდი ინფორმაციას ჩემს მეწყვილეს კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც მეხმარებოდა კვლევის შედეგების კლასიფიცირებასა და ანალიზში.
კვლევის ნაწილის საველე სამუშოების ეტაპზე ბევრი სამუშაოს შესრულებამ მომიწია იმ მიზეზით, რომ გამოკითხვა ჩემს სკოლაში გავაკეთე, რაც სულაც არ ნიშნავს ჩემი მეწყვილის პასიურობას.
  


გამოყენებული ლიტერატურა

ბ.: მელიქიშვილი, მანანა. „მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გალევნა სასწავლო პროცესზე.“ ლექციები მასწავლებლებისათვის, ნოემბერი 5, 2005.

ბ.: ჯაფარიძე მანანა. განათლების ფსიქოლოგია. მანანა ჯაფარიძე. თბილისი: ს.ს. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005.





დანართი N1

განათლების ფსიქოლოგია.
.. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005.

testi
ra doneze vflob pedagogiur unar-Cvevebs?”
(SeafaseT TiToeuli unaris mixedviT sakuTari Tavi 1 dan 5 qulis CaTvliT. qulebi SekribeT)
1. akademiuri (sagnis codna)
2. didaqtikuri(masalis gasagebad axsna)
3. perceptuli(moswavlis sulier samyaroSi wvdoma)
4. metyvelebiTi(metyvelebis kultura)
5. komunikaciuri(urTierTobis.. )
6. organizaciuli(saswavlo procesis sxvadasxva komponentebis marTva)
7. avtoritaruli(saWiroebis SemTxvevaSi Zalauflebis gamoyeneba)
8. diagnostikuri(daadgino - ra SemTxvevasTan gaqvT saqme)
9. prognostuli(gansazRvro ra zemoqmedeba ra SesaZlo Sedegs gamoiwevs)
10. sugesturi(STaagono moswavle Seni saqmianobiT)

20 _ 24 qula _ sworad airCieT profesia?
25 _ 29 qula _ udidesi Sroma mogiwevT, Tu maswavlebloba gadawyviteT.
30 _ 34 qula _ monacemebi gaqvT, TandaTan aimaRloT kvalifikacia.
35 _ 39 qula _ araferi ar gWirdebaT, Camoyalibebuli profesionali xarT.
40 _ 44 qula _ umaRles kvalifikacias flobT.

45 _ 50 qula _ araadekvaturi, zedmetad maRali TviTSefaseba gaxasiaTebT.

0 comments:

Post a Comment

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | coupon codes