პროექტის ავტორები: მიხეილ გიორგაძე, თამარ შოშიტაშვილი, მირანდა ლაბაძე
აბსტრაქტი
კვლევის ფარგლებში „სტუდენტი დედების საუნივერსიტეტო
აქტიოვობებში ჩართულობის კვლევა“ გვსურს იმის დადგენა, თუ რა ბარიერები არსებობს შვილიანი
სტუდენტი ქალებისათვის საუნივერსიტეტო განათლების პროცესში. კვლევის ძირითად მიზანს
სწორედ ამ ბარიერების კვლევა წარმოადგენს. საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებასთან ერთად
გაჩნდა ასევე ამ კატეგორიის სტუდენტებისადმი თავად უნივერსიტეტის მხარდაჭერის საკითხი.
მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ იმის კვლევაც, თუ
რა მექანიზმებითა და რა დონეზე უზრუნველყოფს უნივერსიტეტი სტუდენტი დედების
ხელშეწყობას მათი საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის კუთხით.
ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში გენდერულ
როლებზე დამკვიდრებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ადამიანთა აკადემიურ
პერსპექტივებზე, რაც გარკვეულწილად განაპირობებს კიდეც მათ სოციალურ სტატუსს მომავალში.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ადგილი უჭირავს საუნივერსიტეტო განათლებასა და
მასთან დაკავშირებულ აქტივობებს ისეთი სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის,
როგორებიც არიან დედები.
როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევის შედეგად არაერთი ფაქტორი
გამოიკვეთა, რომელიც სტუდენტ დედებს ხელს უშლით საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის
კუთხით. აქედან გამომდინარე, კვლევისას მონაცემების შეგროვების რაოდენობრივი და თვისებრივი
მეთოდოლოგიების კომბინირება, ეფექტური აღმოჩნდა დასკვნისათვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად.
თვისებრივი ნაწილის შედეგები წარმოდგენილია თვისებრივი
ანალიზის სახით. აღნიშნული ინფორმაციის მისაღებ ინსტრუმენტად გამოყენებულია ღია კითხვარი.
კვლევის თვისებრივი ნაწილი იმ ძირითად ტენდენციებს ავლენს სტუდენტების დამოკიდებულებებში,
რაც საკმარის ინფორმაციას იძლევა დახურული კითხვარის შესადგენად და შემდგომი სიღრმისეული
კვლევისათვის. კვლევის რაოდენობრივი ნაწილი წარმოდგენილია დიაგრამების სახით, რომელიც
შედეგების რაოდენობრივად გაანალიზების საშუალებას
იძლევა.
კვლევის შედეგებმა დაადასტურა კვლევის ჰიპოთეზა და ცვლადებს
შორის ურთიერთკავშირი. სტუდენტი დედების ჩართულობა მხოლოდ სავალდებულო საუნივერსიტეტო
აქტივობებში (ლექციები, პრეზენტაციები, გამოცდები და ა.შ.) გამოიხატება, თუმცა აქაც
იკვეთება ხელისშემშლელი მიზეზები, რომელთა შორის სტუდენტები შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ
ფაქტორებზე აკეთებენ აქცენტებს. ისეთ აქტივოებებში ჩართვას, როგორიც არის კონფერენციები,
სტუდენტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიებები და სხვა
არასავალდებულო აქტივობები, სტუდენტი დედების სრული უმრავლესობა ვერ ახერხებს ჩართვას დროის დეფიციტის გამო. აქედან
გამომდინარე, მნიშვნელოვანია კვლევის ამ შედეგების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა
და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყურადღების მიპყრობა. აუცილებელი და დროულია, უნივერსიტეტმა
საკანონმდებლო დონეზე დაიწყოს იმ მექნიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტი
დედების საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართვას.
ძირითადი
საძიებო სიტყვები: სტუდენტი
დედა, საუნივერსიტეტო აქტივობები, გენდერული როლები, სოციალური სტატუსი, თვისებრივი
მეთოდი, რაოდენობრივი მეთოდი.
შესავალი
მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც
განხორციელდა სემესტრული საკვლევი პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
მასშტაბით.
ანგარიში წარმაოდგენს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის
შედეგების ანალიზს სტუდენტი დედების საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის შესახებ.
კვლევამ მოიცვა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მიმდინარეობდა ერთი
თვის მანძილზე.
რამდენადაც ოჯახში ქალის როლზე ქართული საზოგადოების
აღქმა მისი იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტერმინანტია და გენდერულ როლებზე დამკვიდრებული
სტერეოტიპები გავლენას ახდენენ ქალის სტატუსზე სოციალურ გარემოში, იმდენად მნიშვნელოვანი
გახდა სტუდენტი დედების საუნივერსიტეტო განათლების საკითხების კვლევაც (ეისითი
2013, 10). აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა სწორედ ჰიპოთეზა.
გენდერულ საკითხებზე საზოგადოების დამოკიდებულებების
კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ბავშვის აღზრდის საკითხებში იმ ვალდებულებებსა და მოთხოვნებს,
რასაც დედას ოჯახი და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები უყენებენ, დიდ დროს
მოითხოვს. აღნიშნული ფაქტორი კიდევ უფრო ყურადსაღები ხდება, თუ გავითვალისწინებთ კვლევის
შედეგად ქართველი დედების 42%-ის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ისინი ბევრად მეტს
აკეთბენ ბავშვის აღზრდისათვის ვიდრე მათი მეუღლეები (ეისითი 2013, 15). აქედან გამომდინარე,
აქამდე ჩატარებული კვლევის შედეგებმა ნათლად გამოკვეთა ფაქტორები, რომლებიც შეიძლება
გავლენას ახდენდნენ არა მხოლოდ სოციალურ სტატუსზე, არამედ სტუდენტი დედების საუნივერსიტეტო
აქტივობებში ჩართულობაზეც. სტუდენტები, რომელთაც ჰყავთ შვილები, ნაკლებად არიან ჩართულები
საუნივერსიტეტო აქტიოვებობში - აღნიშნული კვლევის მთავარ ჰიპოთეზად ჩამოყალიბდა.
ლიტერატურის
მიმოხილვა
კვლევის ფარგლებში "შვილიანი დედების საუნივერსიტეტო
აქტივობებში ჩართულობის კვლევა" გვსურს იმის დადგენა, თუ რა ფაქტორები უშლით ხელს
სტუდენტ დედებს მიიღონ ხარისხიანი საუნივერსიტეტო განათლება და ჩართულები იყვნენ ყველა
იმ სავალდებულო თუ არასავლდებულო აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.
აქედან გამომდინარე, საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება, რამდენად აქტუალურია
აღნიშნული საკითხი საზღვარგარეთის ქვეყნებში. როგორც აღმოჩნდა, შვილიანი ქალების სწავლა-განათლებას
დიდი ყურადღება ექცევა დიდ ბრიტანეთში, დანიაში, კანადაში, ამერიკის შეერთებული შტატებსა
და გერმანიაში. ამ ქვეყნებში წამყვანი უნივერსიტეტები სპეციალურ, მათზე ორიენტირებულ
პროგრამებს სთავაზობენ ბავშვიან ქალებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში განსაკუთრებით
იხვეწება და მუშავდება საგანმანათლებლო პროგრამები მარტოხელა დედებისათვის, თუმცა ერთ-ერთი
კვლევის თანახმად, ამ ქვეყნებში საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის კუთხით, დღემდე
არსებობს ისეთი ბარიერები როგორებიცაა: სტუდენტური
სესხები, სესხის დაფარვის გრაფიკი, სასწავლო განაკვეთები, შეღავათები ფეხმძიმეთათვის,
უნივერსიტეტებში ბავშვიანი ქალებისთვის ისეთი სივრცის არ არსებობა, სადაც ისინი ლექციებისა
თუ სხვა და სხვა აქტივობების განხორციელების შემთხვევაში შეძლებენ ბავშვის ზედამხედველთან
დატოვებას. მაგალითად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე დღის ცენტრები, საბავშვო ბაღები,
საღამოს ჯგუფები ბავშვებისათვის და ა.შ.
განათლება ხელმისაწვდომი
უნდა იყოს ყველა ინდივიდისათვის, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. განათლების უფლების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია
მეტადრე თანამედროვე სამყაროში, სადაც ცოდნა
ერთგავრი იარაღია, წინაწიპირობაა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის კონვენცია, - ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ და უსვამენ ხაზს განათლების უფლებასა
და საყოველთაოობას". ( ბერუაშვილი 1989)
1995 წელს ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე, რეკომენდაციები
მიეცათ განათლების სისტემების მეთაურებსა და მთავრობებს. რეკომენდაციები მდგომარეობდა
შემდგომში: "მოიხსნას ყველა ბარიერი ფორმალური
განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ორსული მოზარდების და ახალგაზრდა დედების შემთხვევაში,
აგრეთვე გადახალისდეს კურიკულუმები და სასწავლო მასალები; შევქმნათ ახალი შესაძლებლობები
ქალთა განათლებისათვის; შეიქმნას ხელშემწყობი სასწავლო გარემო და აღმოიფხვრას ყველა
ბარიერი, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს ახალგაზრდა მშობლების სასწავლო პროცესში".
(ქალთა IV მსოფლიო კონფერენცია 1995, 26-33)
როდესაც პატარები ვიყავით, დედები ძირითადად ჩვენი აღზრდით იყვნენ დაკავებულნი.
საბჭოთა საქართველოს სინამდვილეში ქალის როლი უმეტესად ოჯახზე ზრუნვა იყო. მას შემდეგ
ბევრი რამ შეიცვალა. არსებობენ ქალები რომელებიც
სწავლობენ, მუშაობენ, აგრეთვე ჰყავთ ოჯახები, მაგრამ ეისითის მიერ გაეროს ერთობლივი
პროგრამის "გენდერული ტანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში
განხორციელებული კვლევის "საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე
პოლიტიკასა და ბიზნესში" შედეგები აჩვენებს, რომ "დღესდღეისობით ბევრ ოჯახში
ქალებს ოჯახის მარჩენალის ფუნქცია აკისრიათ. ეკონიმიკურმა დამოუკიდებლობამ ქალებს გარკვეული
სახის ძალა შესძინა, თუმცა ეს ახალი სიტუაცია ტრადიციულ გენდერულ როლებს ვერ ცვლის
და ქალების ძირითად საქმიანობად პარალელურად კვლავ რჩება ოჯახზე ზრუნვა - საოჯახო საქმეები,
ბავშვების მოვლა და ა.შ." (ეისითი 2013, 7)
საქარველოში,
სულ რაღაც 10 წელია რაც შეიმჩნევა ქალის სოციალურ როლზე სტერეოტიპული მიდგომების შესუსტება.
ნელ - ნელა საზოგადოებამ მიიღო წარმატებული ქალი, რომელიც ამავე დროს შეიძლება იყოს მეუღლე, დედა, წარმატებული თავის
სამსახურში და ამასთან ერთად სწავლობდეს კიდეც. ეს ყოველივე რთულია იმ ფონზე, როდესაც
ერთ მხარეს მაინც დგას ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე და მეორეს მხარეს
- ფინანსური ამ გენდერულ როლებზე დამოკიდებული ფინანსური პასუხისმგებლობები. „როგორც
კვლევის შედეგები ცხადყოფს, სახლში არსებული საქმე, რომელიც ოჯახის წევრების მოვლას
(საჭმლის მომზადება, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლა, ბავშვის მოვლა და ა.შ.) და სახლის
წესრიგში ყოფნას უკავშირდება (სახლის დალაგება, სარეცხის გარეცხვა/გაფენა და ა.შ.)
ძირითადად ქალის მოვალეობას წარმოადგენს". (ეისითი 2013, 65)
საქართველო ჯერ კიდევ საბჭოური სტერეოტიპების გავლენებს
განიცდის, სადაც მყარად ფესვგადგმულია გენდეული შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე
და საზოგადოებაში მათი სტატუსის შესახებ. აქედან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში,
რთულია, გადალახო არსებული ბარიერები და მიიღო სრულფასოვანი უმაღლესი განათლება. არ
არის იოლი სწავლა, სამსახური და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსო მით უფრო როცა:
„ა) ქალების 61% ფიქრობს, რომ იგი უფრო ოჯახის მოვლით
უნდა იყოს დაკავებული და არა პროფესიული წინსვლით.
ბ) ქალების 38% ფიქრობს, რომ უნდა მოითმინოს გარკვეული შეურაცხყოფა ოჯახის შენარჩუნების მიზნით.
გ) ქალების 75% დაუსაქმებელია.
დ) ქალების 48% არ აქვს პირადი შემოსავალი.
ე)საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის ძიძის წინააღმდეგი.
ვ)ქალების 61% არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ბავშვი გააჩნინოს
მეუღლის გარეშე.
ზ)მოსახლეობის 38% საკვებზე ფული ძლივს ყოფნის".(ეისითი
2013, 19-84)
ყოველივე ამის გათვალსწინებით, კვლევის ავტორებმა გადავწყვიტეთ
გამოგვეკვლია: რა ბარიერები არსებობს საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის კუთხით
ბავშვიანი ქალებისთვის, რა სახის დახმარებას უწევს ადმინისტრაცია სტუდენტ დედებს, საჭიროებენ
თუ არა ისინი საერთოდ რაიმე ტიპის შეღავათს.
კვლევის
მიზნები და ამოცანები
კვლევითი პროექტის ძირითად მიზანს წარმაოდგენს იმ ბარიერების
შესწავლა, რაც სტუდენტ დედებს ხვდებათ საუნივერსიტეტო განათლების მიღების პროცესში.
კვლევის ამოცანას წარმოადგენს შემდეგი ძირითადი საკითხების
შესწავლა:
ü
რა
ბარიერები არსებობს საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის კუთხით სტუდენტი დედებისათვის;
ü
რა
მექანიზმებით უზრუნველყოფს უნივერსიტეტი ასეთი სტუდენტების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში.
კვლევითი
კითხვები
ü
რა
ბარიერები არსებობს საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის კუთხით სტუდენტი დედებისათვის?
ü
რამდენად
უშლის ხელს სტუდენტ დედას შვილის აღზრდასთან დაკავშირებული ფაქტორები საუნივერსიტეტო
აქტივობებში ჩართვაში?
ü
რა
ფორმის მხარდაჭერას ელოდებიან სტუდენტი დედები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან /
ლექტორისაგან საუნივერსიტეტო აქტოვობებში ჩართულობის კუთხით?
ü
რამდენად
მისაღებია სტუდენტი დედებისათვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის / ლექტორის მხარდაჭერა
იმ მოტივით, რომ მათ ჰყავთ შვილი?
მეთოდოლოგია
კვლევაში განხილულია შვილის აღზრდის მხოლოდ ფიზიოლოგიური
ასპექტები, რაც ძალზედ სპეციფიურია და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე მკაფიო წარმოდგენები
და განწყობები მხოლოდ ამ გამოცდილების მქონე ქალებს გააჩნიათ. ეს გვაფიქრებინებს, რომ რაოდენობრივი
საზომების გამოყენებისას, (კითხვების ფორმულირება, სავარაუდო პასუხების ჩამონათვალი
და ა.შ.), შესაძლებელია, მკვლევარს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი დარჩეს კვლევის მიღმა.
ამდენად, შვილის აღზრდასთან დაკავშირებული ფაქტორების სტუდენტი დედების საუნივერსიტეტო
აქტივობებში ჩართულობასთან კავშირის დასადგენად მნიშვნელოვანია მონაცემების შეგროვების
რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიების კომბინირება. კლვევის კითხვარის შედგენისათვის
და საკვლევი საკითხის მიმართულებების დასადგენად გამოყენებულია ფოკუსჯგუფი, ხოლო მთლიანი
სურათის მისაღებად კი დახურული კითხვარი.
ინსტრუმენტები
შეგროვებული მონაცემები დიდწილად საკვლევ საკითხთან
დაკავშირებულ ფაქტობრივ საზომებზეა დაფუძნებული. მასში შესულია სტუდენტი დედების საუნივერსიტეტო
აქტივობებში ჩართულობის ბარიერების შესწავლა და თავად სტუდენტების ხედვა/დამოკიდებულებები
აღნიშნულ საკითხთან. მას შემდეგ რაც ღია კითხვარის საშუალებით შეგროვდა თვისებრივი
ინფორმაცია, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემუშავდა ღია კითხვარი.
აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების ერთ-ერთ სირთულეს
წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ კითხვარების დარიგება მოხდა ელექტრონულად. მიუხედავად
იმისა, რომ რესპოდენტების მხრიდან დამატებითი ტექნიკური თუ შინაარსობრივი შეკითხვების
შემთხვევაში კითხვარის შესავალში მითითებული იყო მკვლევართა საკონტაქტო ინფორმაცია,
შესაძლებელია მათ არ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და მიღებულ შედეგებში მაინც დაიშვა
ცდომილება. მაგალითად, რამდენად ყველა რესპოდენტი არის სტუდენტი დედა; ეს წარმოადგენს
რისკფაქტორს იმდენად, რამდენადაც მარტივად არის შესაძლებელი კითხვარი ელექტრონულად
გავრცელდეს. მისი შევსების კონტროლზე კი მკვლევარებს ხელი არ მიუწვდებოდათ.
მონაცემების შეგროვებისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი იყო
გამოყენებული:
აუცილებელ მინიმუმს წარმოადგენს ღია და დახურული კითხვარები.
წარმოგიდგენთ თითოეული ინსტრუმენტის მოკლე აღწერას:
ღია
კითხვარი
ღია კითხვარი გამოყენებულია თვისებრივი მონაცემების
შესაგროვებლად, რომელიც გამოყოფს ზოგად ტენდენციებს სტუდენტი დედების დამოკიდებულებებში
საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართულობის მიმართ.
დახურული
კითხვარი
ღია კითხვარის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
მოხდა დახურული კითხვარის დახვეწა, რომლის გამოყენებაც კიდევ უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას
იძლევა.
დახურული კითხვარის ატრიბუტის ნაწილში დავადგინეთ გამოკითხულთა
ისეთი სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლები როგორიცაა: სოციალური სტატუსი, შვილების
რაოდენობა, შემოსავალი და ა.შ. შემდეგ მოდის ქცევითი ხასიათის კითხვები, რომლითაც საკვლევი
საკითხის ირგვლივ სტუდენტების გამოცდილებას ვადგენთ და ვზომავთ საკითხის აქტუალობას.
კითხვარმა მოიცავს ასევე განწყობითი და რწმენების დამდგენ კითხვები.
შერჩევა
იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენთა ერთიან ელექტრონულ
ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ სტუდენტს ყავს შვილი, კვლევას არ გააჩნია შერჩევის ჩარჩო და რესპოდენტების
შესარჩევად გამოყენებული იქნა არაალბათური შერჩევის სახიდან „თოვლის გუნდას“ ტიპი.
შერჩევის აღნიშნული ტიპი, შესაძლებელია, გარკვეულ შეზღუდვას
იძლევა და მონეცემთა განზოგადების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს შემდეგი მიზეზების გამო:
• დიდია
ალბათობა, რომ ვერ მოხერხდეს გენერალური ერთობლიობის დაზუსტება;
• ვერ
მოხერხდეს გამოკითხულთა ერთობლიობის სტრატებად დაყოფა პროპორციულად, რომ მოხდეს ცალკეული
მონაცემების სტარეტებზე განზოგადება;
კვლევის
ეტაპები
ეტაპი
I: შემუშავება და ოპერაციონალიზაცია
ეს ეტაპი მოიცავს:
• ლიტერატურის
მიმოხილვას
• კვლევის
კითხვების ჩამოყალიბებას
• მეთოდოლოგიის
შერჩევას
• შერჩევის
გარკვევას
ეტაპი
II: ინსტრუმენტები და ინსტრუმენტების პილოტირება
• ღია
კითხვარის შედგენა და პილოტირება
• მიღებული
ინფორმაციის ანალიზი
• დახურული
კითხვარის შედგენა და პილოტირება
• მიღებული
ინფორმაციის ანალიზი
ეტაპი
III: მონაცემების შეგროვება
პირველად დაურიგდათ ღია კითხვარი და მიღებული თვისებრივი
ინფორმაციის დახმარებით ჩასწორდა დახურული კითხვარი. შემდეგ მოხდა დახურული კითხვარის
დარიგება და მიღებული მონაცემების შეგროვება.
ეტაპი
IV: მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია
რაოდენობრივი მონაცემები დიაგრამების გამოყენებით გაანალიზდება,
რომელიც ასევე მოგვცემს საშალებას მონაცემები წარმოვადგინოთ ქვეკატოგირიების მიხედვით
და მოხდეს შედარებითი ანალიზი.
ეტაპი
V: ანგარიში
კვლევის შედეგების სრულ ანაგრიშში შევა დასკვნები და
რეკომენდაციები
ეტაპი
VI: ეთიკა
კვლევაში მონააწილეობა ნებაყოფლობითია. კითხვარი არ
შეიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც იძლევა გამოკითხულთა იდენტიფიცირების საშუალებას და
ანონიმურობა სრულად დაცულია. რესპოდენტს ნებისმიერ ეტაპზე ჰქონდა უფლება შეეწყვიტა
კვლევაში მონაწილეობა.
ეტაპი
VII: ვადები
პროექტი მიმდინარეობდა 2 თვეში
• პირველი
კვირა დაეთმო სათანადო ლიტერატურის მიმოხლივას;
• მეორე
კვირა - ინსტრუმენტებისა და კვლევის დიზაინის შერჩევას;
• მესამე
- მონაცემების შეგროვებას;
• მეოთხე
- მონაცემების ანალიზს;
• მეხუთე
- ანგარიშის დაწერას.
კვლევის
შედეგები
კვლევა განხორციელდა შვიდ ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდა
საკვლევი საკითხების ჩამოყალიბება, მეთოდოლოგიის შერჩევა და განხორციელდა შერჩევა.
თვისებრივი ინფორმაციის მოპოვების მიზნით რესპოდენტებს დაურიგდათ ღია ტიპის კითხვარი.
აღნიშნულ ეტაპზე კვლევაში მონაწილეობა მიიღო 13-მა რესპოდენტმა. აქედან ერთმა მოცემული
კითხვებიდან მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა, რის გამოც 13-იდან მკლევარების მიერ მხოლოდ
12 რესპოდენტისგან მიღებული ინფორმაცია დამუშავდა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ინსტრუმენტის
გამოყენება ეფექტური აღმოჩნდა, რადგან რესპოდენტების უმრავლესობამ ამომწურავი ინფორმაცია
მოგვცა კითხვებში დასმულ საკითხებზე. ამან საშუალება მოგვცა გამოგვეყო საკვლევ საკითხთთან
დაკავშირებული ის ძირითადი ტენდენციები და მიმართულებები, რაც შემდგომში დახურულ კითხვარში
აისახებოდა შედეგების მეტი სიზუსტისათვის.
საინტერესო შედეგები გამოიკვეთა კვლევის თვისებრივ ნაწილში.
რესპოდენტებმა პასუხი გასცეს ექვს შეკითხვას და მკვლევარებს მისცეს სამომავლო რეკომენდაციები.
თვისებრივი კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ უნივერსიტეტს
შვილიანი სტუდენტებისათვის არა თუ რაიმე სპეციალური პროგრამა არ აქვს, არამედ შეღავათის
გაკეთების გადაწყვეტილებასაც ძალიან ძნელად იღებს. ერთ-ერთი სტუდენტი წერს: "
თავისუფალი გრაფიკი მანმადე არ გამიკეთეს, სანამ ცნობა არ მივიტანე იმის შესახებ, რომ
ბავშვი საოპერაციო მყავდა“. რესპოდენტი, რომელსაც 18 და 23 წლის შვილები ყავს ინტერესით
გამოეხმაურა ჩვენს კითხვას, სპეციალური პროგამების შესახებ. აშკარაა, რომ ყველა შვილიან
დედას სჭირდება გარკვეული დახმარება, განურჩევლად შვილის ასაკისა.
ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც სასაცილოდ მიიჩნია სიტუაცია,
როდესაც დედები და მომავალი დედები, შეღავათისა, თუ ყოველგვარი დახმარების გარეშე,
ერთად იღებენ განათლებას, პირადი მაგალითი მოიყვანა. იმის გამო, რომ არის ძალიან დაკავებული
(ოჯახი, სამსახური,სწავლა) და არ აქვს პირობები.
ერთწლიანი წარმატებული სასწავლო წლის შემდეგ, შესაძლოა, სწავლა შეწყვიტოს. ზოგიერთი
კი, პირიქით, სპეციალური პროგრამის არსებობას არამიზანშეწონილად მიიჩნევს. მეტიც, რესპოდენტი
აღნიშნავს, რომ: "მე არ ვთვლი, რომ შვილიანი დედები განსაკუთრებული პირობებით
უნდა სარგებლობდნენ, ეს რაღაც დოზით დისკრიმინაცია იქნებოდა არაშვილიანი ქალების მიმართ".
გამოკითხულებს სხვადასხვა გაგება აქვთ სპეციალურ პროგრამასთან
მიმართებაში. უმრავლესობის აზრით, ესაა შეღავათების ნაკრები და აქ, გამოიკვეთა განსხვავებული
აზრი. ერთ-ერთმა დედამ, ისურვა (და ვფიქრობთ, რომ სრულიად რეალიზებადია) უნივერსიტეტში
არსებობდეს საღამოს ცენტრები სტუდენტების ბავშვებისათვის.ხელისშემშლელი ფაქტორების
გამოკვეთისას გამოვლინდა, რომ უპირველესი პრობლემა დროის დეფიციტია. რესპოდენტებს უჭირთ
დრო გაანაწილონ სამსახურს, საოჯახო საქმეებს, შვილებსა და სწავლისათვის.
თუმცა, არიან ისეთებიც ვისთვისაც ხელისშემშლელი პრობლემები
არ არსებობს და მთავარი მონდომებაა.
ცდისპირებს ვთხოვეთ დაესახელებინათ ის ბარიერები და
მიზეზები, რომელთა გამოც უარის თქმა უწევდათ სხვადასვხა საუნივერსიტეტო აქტივოვებზე.
პასუხები ასე გადანაწილდა:
სუნივერსიტეტო აქტივობები, რონმელზე შვილიან სტუდენტებს უხდებათ უარის თქმა
|
უარის თქმის
მიზეზები
|
შედეგები
|
ლექცია
|
შვილი
|
3
|
შუალედური წერა
|
სამსახური
|
5
|
კვლევითი პროექტი
|
დროის უკმარისობა
|
2
|
ექსკურისა
|
არასასურველი სალექციო გრაფიკი
|
1
|
გასართობი ღონისძიება
|
დროის უმარისობა
|
2
|
რესპოდენტები აღნიშნავენ: "ხშირად ვერ ვახერხებ
კვლევებზე სიარულს, ვერ ვესწრები ლექციებს დროის დეფიციტის გამო. მხოლოდ მაშინ მივდივარ,
როდესაც აუცილებელია".
რესპოდენტებმა ყველაზე ხშირად დაასახელეს შემდეგი შეღავათების
საჭიროება: თავისუფალი სალექციო გრაფიკი, დავალებების ჩაბარების თავისუფალი ან შეღავათიანი
ვადები, თანხის გადახდის შეღავათიანი პირობები და ბავშვის ავადმყოფობის პერიოდის საპატიოდ
ჩათვლა. შეღავათი არ უთხოვია და არც საჭიროდ მიაჩნია სამ რესპოდენტს. სასურველი შეღავათების
შესაბამისად გამოკითხულებმა რეკომენდაციები მისცეს განათლების სამინისტროს, მის წარმომადგენლებს,
უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას და სასწავლო პროგრამის კოორდინატორებს.
ქვემოთ, რესპოდენტების რჩევების გათვალისწინებით, უფრო
დაწვრილებით შემოგთავაზებთ საბოლოო რეკომენდაციებს.
ღია კითხვარის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა
და გაანალიზების შემდეგ მოხდა დახურული კითხვარის შემუშავება. აღნიშნულ ეტაპზე კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 30-მა რესპოდენტმა. აქედან 2-მა რესპოდენტმა კითხვების უმრავლესობას
არ უპასუხა, რის შედეგედაც შედეგების რაოდენობრივი ანალიზისას მხოლოდ 28 რესპოდენტისაგან
მიღებული შედეგების გაანალიზება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგების ანალიზი განხორციელდა
და მიღებული პასუხებიდან, უმეტეს შემთხვევაში, ხერხდებოდა რესპოდენტის დამოკიდებულებების
ანალიზი, დაშვებული იყო მთელი რიგი უზუსტობები ისეთი კითხვებისას, სადაც უნდა მომხდარიყო
სავარაუდო პასუხების რანჟირება. როგორც ჩანს, რესპოდენტებს გაუჭირდათ ინსტრუქციის გაგება
ასეთი ტიპის შეკითხვებისას. სასურველი იყო ასეთი ფაქტორებისა თუ დამოკიდებულებების
გამოკითხვა სათითაოდ, მათი სიხშირის ან სიძლიერის მიხედვით მომხდარიყო. რანჟირებისას
ზოგიერთ რესპოდენტს მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო პასუხი ჰქონდა სიძლიერის მიხედვით დალაგებული,
ხოლო მიმდევრობა არ იყო დაცული. მაგალითად 1,5,7, ხოლო ყველა დანარჩენ პასუხზე მონიშნული
ჰქონდა "0". მიუხედავად ინსტრუქციის დარღვევისა, ასეთი ფორმით გაცემული პასუხების
გაანალიზება მოხდა, რადგან პასუხში მაინც ჩანს რესპოდენტის დამოკიდებულება პრიორიტეტების
დონეზე. საერთო ჯამში, მიღებული რაოდენობრივი ინფორმაცია იძლევა დასკვნების გამოტანის
საშუალებას და შეიძლება ის სწორად შერჩეულ ინსტრუმენტად მივიჩნიოთ.
დიაგრამა გვიჩვენებს, რომ გამოკითხული სტუდენტი დედების
უმეტესობა (57%) ერთშვილიანია. უფრო მცირე რაოდენობას (25%) ჰყავს 2 შვილი და მხოლოდ
18%-ია მრავალშვილიანი.
დიაგრამამ
გვიჩვენა, რომ
გამოკითხული სტუდენტი
დედების უმეტესობა
(14 რესპოდენტი) შვილის
აღზრდასთან დაკავშირებულ
ფაქტორებს ასახელებს
საუნივერსიტეტო აქტივობებში
ჩართულობის მთავარ
ხელის შემშლელად.
11 რესპოდენტისთვის სამსახური,
ხოლო 8 რესპოდენტისთვის
ლექციების ჩატარების
დროა ხელის
შემშლელი ფაქტორი.
აქედან გამომდინარე
ცხადი ხდება,
რომ შვილის
აღზრდასთან დაკავშირებული
ფაქტორები ყველაზე
აქტუალური ხელის
შემშლელი ფაქტორია.
დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ გამოკითხული სტუდენტი დედების
მხოლოდ მცირე ნაწილი (გამოკითხულთა შორის მხოლოდ 3) უწევს ზედამხედველობას შვილს დამოუკიდებლად
საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებასთან ერთად. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საუნივერსიტეტო
აქტივობების განხორციელებაში არ იგულისხმება მხოლოდ სალექციო დრო, არამედ ისეთი სავალდებულო
თუ არასავლდებულო აქტივობები როგორიცაა სახლში დავალებების მომზადება, სემინარები,
კონფერენციები და ა.შ.). გამოკითხული სტუდენტი
დედების დანარჩენი ნაწილი კი შვილზე ზედამხედველობის სხვადასხვა ხერხებს იყენებს. აქედან
გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შვილის აღზრდასთან დაკავშირებით სტუდენტი დედები
ნამდვილად საჭიროებენ მხარდაჭერას.
დიაგრამაზე
მოცემულია გამოკითხული
სტუდენტი დედების
შვილების ასაკი.
როგორც ჩანს,
გამოკითხულ სტუდენტებს
შორის 2-დან
7 წლამდე ასაკის
შვილი მეტი
სიხშირით გვხვდება.
შემდეგ მოდის
ერთ წლამდე
ასაკის შვილების
დედები.
დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტორს 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სტუდენტი დედები ასახელებენ მეტი სიხშირით შედარებით სხვებისგან. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ გამოკითხულ სტუდენტ დედებს შორის მეტია ისეთი, ვისაც სწორედ 2-დან 6 წლამდე შვილი/შვილები ჰყავს (დიაგრანა #4). მიუხედავად ამ ცდომილებისა, მოცემული დიაგრამიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ ფაქტორებს ხელისშემშლელად მიიჩნევენ 0-1,
2-6 და 7-13 ასაკობრივ ჯგუფს მიკუთვნებული ბავშვების სტუდენტი დედები. დანარჩენილმა ორმა კატეგორიამ კი ან თავი შეიკავა პასუხისგან, ან არცერთ მოცემულ ფაქტორს მიიჩნევს ხელისშემშლელად.
დიაგრამა
ნათლად აჩვენებს,
რომ გამოკითხულთა
უმეტესობა საუნივერსიტეტო
აქტივობებში ჩართულობის
ხელშეწყობის მიზნით
შეთავაზებული ალტერნატიულ
ფორმებს უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის / ლექტორების
მხრიდან პოზიტიურად
ხვდება.
გამოკითხულთა
შორის 12 რესპოდენტი
ითხოვს დავალების
ჩაბარების აგნსხვავებულ
ვადებს. შემდეგ
8 სტუდენტი დედა
ამბობს, რომ
მისთვის ცხრილის
შეთანხმებაა ყველაზე
მნიშვნელოვანი შეღავათი.
გაცდენების საპატიოდ
ჩათლა კი
7 რესპოდენტს მიაჩნია,
რომ შესაზლებელია
შესტავაზოს ადმინისტრაციამ.
ყველა დანარჩენ
მოლოდინებს გაცილებით
ნაკლები მაჩვენებელი
აქვს.
დასკვნა
ჩატარებული
კვლევა გვაძლევს
იმის საშუალებას,
რომ ვიმსჯელოთ
რა ფაქტორები
უშლით ხელს
სტუდენტ დედებს
საუნივერსიტეტო აქტივობებში
ჩართვაში. აღმოჩნდა,
რომ ასეთი
კატეგორიის სტუდენტებისათვის
არსებობს სხვადასხვა
ხელის შემშლელი
ფაქტორები, მაგრამ
მათ შორის
შვილის აღზრდასთან
დაკავშირებული ფაქტორები
ყველაზე აქტუალურია,
რომელსაც რანჟირებისას
გაცილებით მეტი
ასახელს პირველ
რიგებში.
შვილის
აღზრდასთან დაკავშირებული
ფაქტორების კვლევისას
აღმოჩნდა, რომ
სხვადასხვა ასაკობრივ
ჯგუფს მიკუთვნებული
ბავშვების დედების
მოთხოვნები არაერთგვაროვანია,
კვლევამ დაადგინა,
რომ ერთიდან
13 წალმდე შვილის
ის ასაკია,
როცა სტუდენტი
დედები ყველაზე
მეტი სიხშირით
ასახელებენ შვილის
აღზრდასთან დაკავშირებულ
ფაქტორებს ხელის
შემშლელად. ამ
ასაკობრივი ჯგუფის
ზემოთ ნაკლებად
სახელდება ისეთი
ფაქტორები, რაც
სტუდენტ დედებს
საუნივერსიტეტო აქტივობებში
მონაწილეობის გარკვეულ
დროს იკავებს
და ხელის
შემშლელია მათთვის.
კლევის
შედეგად გამოიკვეთა
მოლოდინები, თუ
რა სახის
მხარდაჭერას ელოდებიან
სტუდენტი დედები
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან /ლექტორისაგან.
გაცილებით მეტი
დრო სჭირდებათ
დავალებების შესასრულებლად
და არასალექციო
სივრცეში სხვა
და სხვა
აქტივობების განხორციელებისათვის.
შესაბამისად, ისინი დავალების
ჩაბარებისა და ლექციების თავისუფალი გრაფიკის მომხრენი არიან.
სტიდენტი დედების განწყობები
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან
/ ლექტორებისგან საუნივერსიტეტო აქტივობებში ჩართვის უზრუნველსაყოფად
გარკვეული ალტერნატიული
ფორმების შეთავაზებისადმი
ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია.
გამოკითხული დედების
უმეტესობა ამგვარ
ინიციატივას მიესალმება.
გამოყენებული
ლიტერატურა
ბ.: ბერუაშვილი, ნანა. 1989. “განათლება - წარმატების საუკეთესო გზა.” ცხელი შოკოლადი, ივლისი 4, URL http://shokoladi.ge/node/4716 ( 25. 01. 2014 ).
b.: Report of the world conference of the international
women’s year. Fourth World Conference on Women. Beijing. 1995.
ბ.: ახალგაზრდა სოციალისტების საზაფხულო
საზაფხულო სკოლის გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფი, კეჩხობი, 2012.
ბ.: ეისითი (act). 2013. “საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ
თანასწორობაზე პოლიტიკასა
და ბიზნესში”.
თბილისი.
( 25.
01.2014 ).
ბ.: Ajandi, Jennifer. 2011. “overcoming barriers and finding
strengths: the lives of single mother
students in university“. Toronto.
URL https://tspace.library.utoronto.ca/bitstream/1807/30034/6/Ajandi_Jennifer_201106_PhD_thesis.pdf.pdf
( 25.
01.2014 ).



12:44 PM
Misha Giorgadze

Posted in:
1 comments:
გამარჯობა მედალი და სერ! მე ვარ კერძო ინვესტორი და მე გთავაზობთ სესხებს ყველა ადამიანს კარგი ხასიათით, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს მათი ყოველთვიური ან წლიური ბიუჯეტი. გთხოვთ, დამიკავშირდეთ მეტი ინფორმაციისთვის ჩემს ელ-ფოსტაზე: jg9012110@gmail.com
Whatsapp: +13468160125
ერთხელ თუ დამიკავშირდებით გთხოვთ მითხრათ ეს ინფორმაცია, რომ მე სწრაფად დაგიკავშირდეთ:
Whatsapp ნომერი: ............
ელფოსტა: ...........................
Post a Comment