ავტორი: თამთა კობახიძე
ლიდერობის, როგორც ტერმინის, მრავალგვარი განმარტება არსებობს. მენეჯმენტის თეორიებში მას განმარტავენ როგორც იდეების განხორციელებასა და მიზნების ჩამოყალიბებაში ჯგუფზე გავლენის მოხდენის უნარს და თვლიან, რომ ლიდერებს ერთმანეთისაგან განახსვავებთ წარმატება და მარცხი. ბევრი
კვლევის მიუხედავად, არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი იმ თვისებებისა, რომელიც ადამიანს
_ როგორც ლიდერს უნდა ახასიათებდეს. შეიქმნა
უამრავი თეორიები მენეჯერსა და ლიდერის შესახებ,
თუმცა მთავარი კითხვა _ რა თვისებები უნდა
ახასიათებდეს ჭეშმარიტ ლიდერს _ მაინც პასუხგაუცემელია. როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში?
კარგი მენეჯერი, თუ მასზე მეტად შორსმჭვრეტელი
პიროვნება, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივი განახლებისათვის იბრძვის?
იმის განსაზღვრისათვის,
თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი, თავდაპირველად საჭიროა განვმარტოთ _ რა არის თავად სკოლა და მოკლედ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
ü რა არის სკოლის მიზანი?
ü როგორია მისი სოციალური დანიშნულება?
ü რამდენად მნიშვნელოვანია იგი საზოგადოებისათვის?
სკოლა ღია სოციალური
სიტემაა. რომელსაც აქვს 4 მნიშვნელოვანი ელემეტი, ანუ ქვესისტემა :
- სტრუქტურული
- ინდივიდუალური
- პოლიტიკური
- კულტურული
სწავლა–სწავლების პროცესი კი მისი, როგორც სისტემის ტექნიკური ბირთვია. სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს
საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ადამიანებს შესძინოს და განუვითაროს სოციალური წარმატებისა
და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. რათა მათ შეძლონ სწავლა და მუშაობა
მრავალფეროვან საზოგადოებაში. განათლების მიზანია, ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შემდგომშიც
განაგრძოს განვითარება. სწავლის საგანი და სწავლის შედეგად მიღებული ცოდნა კი სწორედ
ამის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე სკოლის, როგორც სოციალური სისტემის მიზანს ფიქრისა და სწავლისათვის საჭირო უნარების
გამომუშავება შეადგენს.
სკოლა საზოგადოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენს. იგი ერთგვარი სარკეა ამ უკანასკნელის, რადგან სწორედ საგანმანათლებლო
დაწესებულება ასახავს იმ ღირებულებებსა და მისწრაფებებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. იგი ცოცხალი
ორგანიზმია, რომელსაც გააჩნია განვითარებისა და თვითგანახლების უნარი და პირდაპირ განიცდის ყველა იმ ცვლილებას, რაც საზოგადოებაში
ხდება. ხოლო ამ უკანასკნელმა კი მკაფიოდ უნდა განსაზღვროს რას ითხოს სკოლისაგან და
მოვალეობებს აკისრებს მას? სკოლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლა–სწავლების
პროცესია. სწორედ ესაა ის მთავარი ელემენტი, რაც შემდგომ განვითარებას, განახლებასა
და გაუმჯობესებას ექვემდებარება (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი). საგანმანათლებლო დაწესებულება,
მთელი თავისი შემადგენელი ნაწილებით (მოსწავლეები, პედაგოგები, ადმინისტრაცია) ორიენტირებულნი
უნდა იყვნენ მისი სრულყოფისაკენ, გაუმჯობესებისაკენ, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც
ორგანიზაციას შეუძლია აჩვენოს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გზით იგი თავის მიზანს
მიუახლოვდა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მართვისას მთავარი პასუხისმგებლობა სკოლის
ლიდერს ეკისრება.
ვინ არის სკოლის ლიდერი? ბევრი თვლის, რომ ეს არის
პიროვნება, რომელსაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისაკენ წარმართვა შეუძლია. ვინც
ნამდვილად ზრუნავს სწავლებაზე, და რომელსაც ისეთი ფართომასშტაბიანი ქმედებების განხორციელება
შეუძლია, რომელიც მიმართული იქნება ისევ და ისევ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ.
მოსაზრება,
რომლის მიხედვითაც სკოლის კარგად მართვისათვის მხოლოდ მენეჯერული უნარების ქონა იყო
საკმარისი, წარსულს ჩაბარდა. ფასეულობათა ცვლილებამ,
ტექნიკურმა პროგრესმა და სხვა მრავალმა ფაქტორმა განათლების სისტემებიც ახალი გამოწვევების
წინაშე დააყენა. სწავლა–სწავლება გახდა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული
პროცესი. აქედან გამომდინარე თანამედროვე პირობებში აუცილებელია სკოლის ლიდერი პირველ
რიგში იყოს საგანმანათლებლო ლიდერი, ორიენტირებული სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ. რათა თავიდან აიცილოს
რუტინული, „ქარხნული“ განათლების საშიშროება. რათა სწავლა გახდეს შინაგან მოთხოვნილებებთან
დაკავშირებული პროცესი და შედეგი, და არა გარეგნულად დაწესებული თამაშის ნაწილი.
სკოლის ლიდერობა
თანამედროვე პირობებში არის უნარი, რომელიც ლიდერს აძლევს სხვა ადამიანის თვალსაწიერის
გაფართოების საშუალებას და განაპირობებს მათი მწარმოებლობის მაღალი სტანდარტების მიღწევას.
იგი ხელს უწყობს მოსწავლეს წარმატების მიღწევაში,
აღნიშნულს კი ახორციელებს სკოლის კულტურის დაცვით, ზრუნვით და თანამშრომლების პროფესიული
ზრდისა და მოსწავლეთათვის საგანმანათლელო პროგრამების ათვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობით.
სკოლის ადმინისტრატორებმა არა მხოლოდ პროცესები უნდა
მართონ სწავლების გარშემო, არამედ თავად სწავლება. თუ კი ისინი მართავენ სკოლას და
არ აკონტროლებენ საგანმანათლებლო პროცესებს, ირიდებენ პასუხისმგებლობებს, ფაქტიურად
ისინი არ მართავენ სკოლას და მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელების პროცესს. საგანმანათლებლო
ლიდერობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების მართვას, არამედ სწავლა–სწავლებასთან
დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, ამ მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას, სამომავლო
გზების დასახვას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისაკენ, ზრუნვას თანამშრომლების პროფესიულ
განვითარებაზე და ინოვაციური იდეების წახალისებას, ხელშეწყობას ჯანსაღი სასკოლო კლიმატის
შექმნასათვის, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებას და ა.შ.
არსებობს კონკრეტული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს
სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში:
- ლიდერობის მიზანს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება უნდა წარმოადგენდეს;
- კოლექტიური სწავლა ყველა დონეზე;
- ლიდერები თავად უნდა იძლეოდნენ ფასეულობებისა და ქცევის მაგალითს;
- სასკოლო კულტურის ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ ჯანსაღ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს;
- ლიდერები პასუხისმგებელნი არიან დაეხმარონ ადამიანებს იმის მიღწევაში, რასაც მათგან მოითხოვენ.
დღეს არსებული პირობები დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებენ
სკოლის ლიდერებს. რადგან ისინი თავადაც არიან პასუხისმგებელნი საკუთარ დაქვემდებარებაში
მყოფი ადამიანების მიმართ. ძირითადი მიზნებისა
და ფასეულობების ერთიანი ხედვა ორგანიზაციის მიერ სწავლების გაუმჯობესებისაკენ სვლის
წინაპირობაა. ლიდერობა მიზნად ისახავს სწავლების პროცესის წარმართვის, ასევე სწავლების
შესახებ ცოდნის შეძენის პროცესებისთვის პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების გადანაწლებას.
საგანმანათლებლო
ლიდერის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს ფუნქციების სწორად განაწილება უნდა წარმოადგენდეს.
სკოლა მთელი თავისი პერსონალით მოწოდებული უნდა იყოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ.
ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი სასკოლო კლიმატი, რომელიც მოახდენა პადაგოგების
მოტივირებას თანამშრომლობისა და კოლეგიალობისაკენ. ამაში ადმინისტრატორს ნამდვილად
დაეხმარება ისეთი ერთეულების ჩამოყალიბება როგორიც პროფესიული თანამეგობრობა და „კრიტიკულ
მეგობართა ჯგუფია“. თავიანთი შინაარსით ისინი მოწოდებული არიან თანამშრომლობითა გადაჭრან
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და დასახონ ამ უკანასკნელის გაუმჯობესების
გზები. აღნიშნული გაერთიანებები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ლიდერს, რათა უკეთ მართოს
შიდა და სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული პროცესები. შექმნას ჯანსაღი სასკოლო კლიმატი. ფუნქციების გადანაწილება
გაზრდის თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს, დადებითად იმოქმედებს შინაგანი მოტივაციის
გაზრდაზე, რადგან ისინი გაანალიზებენ საკუთარ
და კოლეგების პედაგოგიურ გამოცდილებასა და პრაქტიკას. ასე რომ, ეს გაერთიანებები „მომგებიანი
სვლა“ იქნება ადმინისტრატორისათვის როგორც როგორც ადმინისტარციული, ასევე „საგანმანათლებლო
მართვის“ თვალსაზრისით.
საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით,
ვფიქრობ ძალზედ რთულია იყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სისტემა
განიცდის მუდმივ ცვალებედობას. რაც არ შეიძლება ყოველთვის დადებითად ისახებოდეს სასწავლო
პროცესზე. საგანმანათლებლო ლიდერად ჩამოყალიბებაში გარემო პირობებმაც უნდა ითამაშოს დიდი როლი. ამისათვის
კი სკოლების მეტი თავისუფლებაა საჭირო. მართალია დეცენტრალიზაციამ ეს ნაწილობრივ განაპირობა,
თუმცა არა სავსებით. ლიდერმა აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღოს ყოველგვარი გარე ძალების
ზეგავლენის გარეშე. მოქმედების თავისუფლება სკოლას საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი
მოარგოს საკუთარ საჭიროებებს. ხოლო კოლექტივს შეეძლება იყოს მეტად შემოქმედებითი და
თავისუფალი პრობლემის გადაჭრისა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას. დასახოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს,
სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახოს, და მოწყობილობები რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს
ამ სირთულის გადასალახად.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
რობინსი, ს.
ორგანიზაციული ქცევა და მენეჯმენტი . წ.დაუდგ.
2.
ჯანაშია,
ს. ყალბი,
ყალბი ქარხნული განათლება . ჟურნალი „ლიბერალი“
21.10.2010
3.
ელმორი
რ.ფ. სასკოლო ლიდერობის ახალი სტრუქტურის შექმნა,
წ.დაუდგ.
4.
დიუი ჯ. დემოკრატია
და განათლება. წ.დაუდგ
5.
ჰოი.
სკოლა როგორც სოციალური სისტემა.
6.
გორდონი,
რ. ლიდერობა. თავი 7. სასკოლო კლიმატის გაუმჯობესება.



6:55 AM
Misha Giorgadze

Posted in:
0 comments:
Post a Comment