Wednesday, March 5, 2014

სკოლის ლიდერის ახალი როლი ახალი სისტემის პირობებში

ავტორი: თამთა კობახიძე

ლიდერობის, როგორც ტერმინის, მრავალგვარი განმარტება არსებობს. მენეჯმენტის თეორიებში მას განმარტავენ როგორც იდეების განხორციელებასა და მიზნების ჩამოყალიბებაში ჯგუფზე გავლენის მოხდენის უნარს და თვლიან, რომ ლიდერებს ერთმანეთისაგან განახსვავებთ წარმატება და მარცხი. ბევრი კვლევის მიუხედავად, არ არსებობს ზუსტი ჩამონათვალი იმ თვისებებისა, რომელიც ადამიანს _ როგორც ლიდერს უნდა ახასიათებდეს.  შეიქმნა  უამრავი თეორიები მენეჯერსა და ლიდერის შესახებ, თუმცა მთავარი კითხვა _  რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ  ლიდერს _ მაინც პასუხგაუცემელია.   როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში? კარგი მენეჯერი, თუ  მასზე  მეტად  შორსმჭვრეტელი პიროვნება, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივი განახლებისათვის იბრძვის?
იმის განსაზღვრისათვის, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი, თავდაპირველად საჭიროა განვმარტოთ _ რა არის თავად სკოლა და მოკლედ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
ü  რა არის სკოლის მიზანი?
ü  როგორია მისი სოციალური დანიშნულება?
ü  რამდენად მნიშვნელოვანია იგი საზოგადოებისათვის?
სკოლა ღია სოციალური სიტემაა. რომელსაც აქვს 4 მნიშვნელოვანი ელემეტი, ანუ ქვესისტემა :
  •    სტრუქტურული
  •    ინდივიდუალური
  •          პოლიტიკური
  •            კულტურული

   სწავლა–სწავლების პროცესი  კი მისი, როგორც სისტემის  ტექნიკური ბირთვია. სკოლის დანიშნულებაა აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ადამიანებს შესძინოს და განუვითაროს სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. რათა მათ შეძლონ სწავლა და მუშაობა მრავალფეროვან საზოგადოებაში. განათლების მიზანია, ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, შემდგომშიც განაგრძოს განვითარება. სწავლის საგანი და სწავლის შედეგად მიღებული ცოდნა კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე სკოლის, როგორც სოციალური სისტემის  მიზანს ფიქრისა და სწავლისათვის საჭირო უნარების გამომუშავება შეადგენს.
  სკოლა საზოგადოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. იგი ერთგვარი სარკეა ამ უკანასკნელის, რადგან სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულება ასახავს იმ ღირებულებებსა და  მისწრაფებებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. იგი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც გააჩნია განვითარებისა და თვითგანახლების  უნარი და პირდაპირ  განიცდის ყველა იმ ცვლილებას, რაც საზოგადოებაში ხდება. ხოლო ამ უკანასკნელმა კი მკაფიოდ უნდა განსაზღვროს რას ითხოს სკოლისაგან და მოვალეობებს აკისრებს მას?   სკოლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლა–სწავლების პროცესია. სწორედ ესაა ის მთავარი ელემენტი, რაც შემდგომ განვითარებას, განახლებასა და გაუმჯობესებას ექვემდებარება (რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი). საგანმანათლებლო დაწესებულება, მთელი თავისი შემადგენელი ნაწილებით (მოსწავლეები, პედაგოგები, ადმინისტრაცია) ორიენტირებულნი უნდა იყვნენ მისი სრულყოფისაკენ, გაუმჯობესებისაკენ, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ორგანიზაციას შეუძლია აჩვენოს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის გზით იგი თავის მიზანს მიუახლოვდა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მართვისას მთავარი პასუხისმგებლობა სკოლის ლიდერს ეკისრება.
   ვინ არის სკოლის ლიდერი? ბევრი თვლის, რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც სწავლების პროცესის გაუმჯობესებისაკენ წარმართვა შეუძლია. ვინც ნამდვილად ზრუნავს სწავლებაზე, და რომელსაც ისეთი ფართომასშტაბიანი ქმედებების განხორციელება შეუძლია, რომელიც მიმართული იქნება ისევ და ისევ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ.     
   მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სკოლის კარგად მართვისათვის მხოლოდ მენეჯერული უნარების ქონა იყო საკმარისი, წარსულს ჩაბარდა.  ფასეულობათა ცვლილებამ, ტექნიკურმა პროგრესმა და სხვა მრავალმა ფაქტორმა განათლების სისტემებიც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სწავლა–სწავლება გახდა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული პროცესი. აქედან გამომდინარე თანამედროვე პირობებში აუცილებელია სკოლის ლიდერი პირველ რიგში იყოს საგანმანათლებლო ლიდერი, ორიენტირებული სასწავლო  პროცესის გაუმჯობესებისაკენ. რათა თავიდან აიცილოს რუტინული, „ქარხნული“ განათლების საშიშროება. რათა სწავლა გახდეს შინაგან მოთხოვნილებებთან დაკავშირებული პროცესი და შედეგი, და არა გარეგნულად დაწესებული თამაშის ნაწილი.
  სკოლის ლიდერობა თანამედროვე პირობებში არის უნარი, რომელიც ლიდერს აძლევს სხვა ადამიანის თვალსაწიერის გაფართოების საშუალებას და განაპირობებს მათი მწარმოებლობის მაღალი სტანდარტების მიღწევას. იგი  ხელს უწყობს მოსწავლეს წარმატების მიღწევაში, აღნიშნულს კი ახორციელებს სკოლის კულტურის დაცვით, ზრუნვით და თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მოსწავლეთათვის საგანმანათლელო პროგრამების ათვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობით.
  სკოლის ადმინისტრატორებმა არა მხოლოდ პროცესები უნდა მართონ სწავლების გარშემო, არამედ თავად სწავლება. თუ კი ისინი მართავენ სკოლას და არ აკონტროლებენ საგანმანათლებლო პროცესებს, ირიდებენ პასუხისმგებლობებს, ფაქტიურად ისინი არ მართავენ სკოლას და მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელების პროცესს. საგანმანათლებლო ლიდერობაში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ტექნიკური პროცესების მართვას, არამედ სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, ამ მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრას, სამომავლო გზების დასახვას აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისაკენ, ზრუნვას თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და ინოვაციური იდეების წახალისებას, ხელშეწყობას ჯანსაღი სასკოლო კლიმატის შექმნასათვის, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებას და  ა.შ.
 არსებობს კონკრეტული მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ლიდერი თანამედროვე პირობებში:
  •         ლიდერობის მიზანს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება უნდა წარმოადგენდეს;
  •            კოლექტიური სწავლა ყველა დონეზე;
  •   ლიდერები თავად უნდა იძლეოდნენ ფასეულობებისა და ქცევის მაგალითს;
  •   სასკოლო კულტურის ცვლილებამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ადამიანებმა პატივი სცენ ჯანსაღ კრიტიკასა და განსხვავებულ აზრს;
  •   ლიდერები პასუხისმგებელნი არიან დაეხმარონ ადამიანებს იმის მიღწევაში, რასაც მათგან მოითხოვენ.

  დღეს არსებული პირობები დიდ პასუხისმგებლობებს აკისრებენ სკოლის ლიდერებს. რადგან ისინი თავადაც არიან პასუხისმგებელნი საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების მიმართ.  ძირითადი მიზნებისა და ფასეულობების ერთიანი ხედვა ორგანიზაციის მიერ სწავლების გაუმჯობესებისაკენ სვლის წინაპირობაა. ლიდერობა მიზნად ისახავს სწავლების პროცესის წარმართვის, ასევე სწავლების შესახებ ცოდნის შეძენის პროცესებისთვის პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების გადანაწლებას. 
  საგანმანათლებლო ლიდერის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს ფუნქციების სწორად განაწილება უნდა წარმოადგენდეს. სკოლა მთელი თავისი პერსონალით მოწოდებული უნდა იყოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი სასკოლო კლიმატი, რომელიც მოახდენა პადაგოგების მოტივირებას თანამშრომლობისა და კოლეგიალობისაკენ. ამაში ადმინისტრატორს ნამდვილად დაეხმარება ისეთი ერთეულების ჩამოყალიბება როგორიც პროფესიული თანამეგობრობა და „კრიტიკულ მეგობართა ჯგუფია“. თავიანთი შინაარსით ისინი მოწოდებული არიან თანამშრომლობითა გადაჭრან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და დასახონ ამ უკანასკნელის გაუმჯობესების გზები. აღნიშნული გაერთიანებები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო ლიდერს, რათა უკეთ მართოს შიდა და სწავლა–სწავლებასთან დაკავშირებული პროცესები. შექმნას  ჯანსაღი სასკოლო კლიმატი. ფუნქციების გადანაწილება გაზრდის თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს, დადებითად იმოქმედებს შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე,  რადგან ისინი გაანალიზებენ საკუთარ და კოლეგების პედაგოგიურ გამოცდილებასა და პრაქტიკას. ასე რომ, ეს გაერთიანებები „მომგებიანი სვლა“ იქნება ადმინისტრატორისათვის როგორც როგორც ადმინისტარციული, ასევე „საგანმანათლებლო მართვის“ თვალსაზრისით.
 საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ ძალზედ რთულია იყო საგანმანათლებლო ლიდერი. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სისტემა განიცდის მუდმივ ცვალებედობას. რაც არ შეიძლება ყოველთვის დადებითად ისახებოდეს სასწავლო პროცესზე. საგანმანათლებლო ლიდერად ჩამოყალიბებაში  გარემო პირობებმაც უნდა ითამაშოს დიდი როლი. ამისათვის კი სკოლების მეტი თავისუფლებაა საჭირო. მართალია დეცენტრალიზაციამ ეს ნაწილობრივ განაპირობა, თუმცა არა სავსებით. ლიდერმა აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღოს ყოველგვარი გარე ძალების ზეგავლენის გარეშე. მოქმედების თავისუფლება სკოლას საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მოარგოს საკუთარ საჭიროებებს. ხოლო კოლექტივს შეეძლება იყოს მეტად შემოქმედებითი და თავისუფალი პრობლემის გადაჭრისა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას.  დასახოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოს, სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახოს, და მოწყობილობები რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს ამ სირთულის გადასალახად. 

         გამოყენებული ლიტერატურა:

1.      რობინსი, ს. ორგანიზაციული ქცევა და მენეჯმენტი . წ.დაუდგ.
2.      ჯანაშია, ს.  ყალბი, ყალბი ქარხნული განათლება .  ჟურნალი „ლიბერალი“ 21.10.2010
3.      ელმორი რ.ფ. სასკოლო ლიდერობის ახალი სტრუქტურის შექმნა, წ.დაუდგ.
4.      დიუი  ჯ. დემოკრატია და განათლება. წ.დაუდგ
5.      ჰოი. სკოლა როგორც სოციალური სისტემა.
6.      გორდონი, რ. ლიდერობა. თავი 7. სასკოლო კლიმატის გაუმჯობესება.


Tuesday, March 4, 2014

ასომთავრულის დაბრუნება

ბლოგის სტუმარია ჩივთკილისის საჯარო სკოლის ქართულის ენის მასწავლებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ჭაუჭიძე
წარმოგიდგენთ გიორგის წერილს ასომტავრულის დაბრუნება", რომელიც მან გაზეთ "საქართველოს განათლება"-ში გამოაქვეყნა. 

შეგიძლიათ მის პორტფოლიოს ესტუმროთ შემდეგ ინტენეტ-მისამართზე: https://www.facebook.com/giorgichauchidzeportfolio




ასომთავრულის დაბრუნება

მახსოვს, როგორ ცხარედ ვეკამათე ამას წინათ ჩემს კოლეგა–მეგობრებს (ფილოლოგებს). კამათის საგანს ქართულ ანბანში მთავრული ასოების გამოყენება–არგამოყენება წარმოადგენდა.                                  
მე ვამტკიცებდი: ისევე, როგორც ყველა ანბანური დამწერლობა, ქართული ანბანიც უნდა იყენებდეს მთავრულ ასოებს...
ისინი მეწინააღმდეგებოდნენ: ქართულისათვის მთავრული ასოები უცხოაო, არაბუნებრივიაო, რა საჭიროა გართულებაო და სხვა...
ამ წერილში შევეცდები დავასაბუთო, რატომ მიმაჩნია საჭიროდ ქართულ ანბანში მთავრული ასოების დამკვიდრება (დაბრუნება).
ქართული ასომთავრულის გამოყენებაზე საუბრობდა კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე 2010 წლის 10 ოქტომბრის საკვირაო ქადაგებაში სამების ტაძარში. კერძოდ, მან აღნიშნა: „თავად თუ არ გავუფრთხილდით ჩვენს ენას, სხვა, მით უმეტეს, არ გაუფრთხილდება! ქართულმა ენამ გადაარჩინა ჩვენი ერი და ქართული ენა და ჩვენი სარწმუნოება გადაარჩენს მას ასევე მომავალშიც. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა, ჩვენი დამწერლობა, სამივე ანბანი. ვფიქრობ, რომ დაწესებულებებზე წარწერა უნდა იყოს სამივე ქართული ანბანით. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მოსახლეობას თვალი შეაჩვიოს და შეისწავლოს სამივე დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა–ხუცური და მხედრული.“ („საპატრიარქოს უწყებანი“, 14–20 ოქტომბერი, 2010 წ., #33(561), გვ. 5)
ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს ყველა ანბანური დამწერლობა იყენებს მთავრულ ასოებს–მეთქი. ყოველ შემთხვევაში, მე რაც ვიცი, მინახავს და გამიგია – ასეა. მთავრულ ასოებს იყენებენ ლათინურზე დაფუძნებული ენა–დამწერლობები (ინგლისურ–ფრანგულ–ესპანური...), სლავურზე დაფუძნებული, სომხური და ა. შ.
რატომ იყენებენ მთავრულ ასოებს? გარდა იმისა, რომ მთავრული ასოები (ანბანი საერთოდ) ერის (კაცობრიობის) მიერ შექმნილი ერთ–ერთი უდიდესი კულტურული ძეგლია, მის დამწერლობაში გამოყენებას დიდი გამოყენებითი (პრაგმატული) მნიშვნელობა და ფუნქცია გააჩნია. მთავრული ასოები ტექსტს აწესრიგებს, ალამაზებს. შესაბამისად, ასეთი ტექსტი წასაკითხად უფრო მიმზიდველია, ადვილია. ასეთი ტექსტიდან ინფორმაციის ამოღება გაცილებით მარტივია თვალისთვისაც და გონებისთვისაც.
ჩვენ თვალი ქართულ მხედრულად დაბეჭდილ ტექსტებზე გვაქვს მიჩვეული და ტექსტი რომ მთავრული ასოების გამოყენებით დავწეროთ, წაკითხვა უფრო გაგვიჭირდება და არა გაგვიიოლდება. იმის თვალსაჩინოდ, თუ როგორი „რთულია“ მთავრული ასოების გარეშე დაბეჭდილი ტექსტის წაკითვა, ასეთ სავარჯიშოს შემოგთავაზებთ:
აიღეთ რომელიმე ევროპულ ენაზე (ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად...) დაბეჭდილი ერთგვერდიანი ტექსტი. ნუ დაიზარებთ და ეს ტექსტი აკრიფეთ ისე, რომ არ გამოიყენოთ მთავრული ასოები. შემდეგ შეადარეთ ორი ტექსტი ერთმანეთს. მე მგონი, განსხვავებას შეამჩნევთ...
შეიძლება, გაგიგონიათ, ქართულ ანბანს არ აქვს მთავრული (საზედაო, დიდი) ასოებიო. ჯერ ერთი რომც არ ჰქონოდა, უნდა გამოგვეგონებინა და მეორეც, აბა, ასომთავრული (მრგვლოვანი) ასოები რა არის? საცოდაობა არ არის, ქართველი ერის ერთ–ერთი გენიალური გამონაგონი ასე უხმარი და გამოუყენებელი, ასე სამუზეუმო ექსპონატად განწირული იყოს? მით უმეტეს, რომ მიგვაჩნია: მთავრული ასოების გამოყენებას დიდი პრაგმატული დანიშნულებაც აქვს (ესთეტიკურის გარდა).
ჩემი მეგობარ–ფილოლოგები ამბობდნენ, ამის (მთავრული ასოების გამოყენების) ტრადიცია ქართველებს არ გვაქვსო. მეც იმასვეუბნებოდი, რომ ძალიან ცუდია, რომ არ გვაქვს და უნდა შევქმნათ ეს ტრადიცია–მეთქი.
ისე, არც ისაა მართალი, რომ მთავრული ასოების გამოყენების ტრადიცია არ გვაქვს. მთავრულ ასოებს დღემდე იყენებს ქართული ეკლესია (ყველაზე ტრადიციული ქართული მწიგნობრული ინსტიტუცია) ნუსხა–ხუცურ გამოცემებში. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ ნებისმიერ საეკლესიო მაღაზიაში შეივლით და ხუცურად გამოცემულ რომელიმე წიგნს მოიკითხავთ (თან წაიკითხავთ...).
მხედრულ ბეჭდვით გამოცემებშიც არსებობს მთავრული ასოების გამოყენების ტრადიცია. მაგალითისათვის იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ გამოცემები შეგვიძლია დავასახელოთ.  აქ იაკობი მთავრულ (საზედაო) ასოებად მხედრულ ასოებსვე იყენებს, რომლებიც უფრო დიდი და მსხვილი შრიფტითაა დაბეჭდილი ხაზს ზემოთ.
ასეთივე მცდელობა ჰქონდა აკაკი შანიძეს, როდესაც საკუთარი ნაშრომი გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. აკაკი შანიძე მთავრულ ასოებად ასომთავრულ (მრგვლოვან) ასოებს იყენებს (სამწუხაროდ, ამჟამად ხელთ არ მაქვს ეს წიგნი და ზუსტად ვერ ვუთითებ გამოცემის წელსა და ადგილს. ვფიქრობ, დაინტერესებულ ადამიანს არ გაუჭირდება მისი მოძიება.).
ქართულ კალიგრაფიულ სკოლაშ არათუ გამოყენებოდა მთავრული ასოები, არამედ ამის მყარი ტრადიციაც არსებობდა. სამაგალითოდ დავასახელებთ მე–18 მე–19 სს–ის მესხიშვილთა დინასტიას, რომელსაც სათავე დაუდო ალექსი გრიგოლის ძე მესხიშვილმა 9ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზი, მე–18 ს–ის შუახანების კალიგრაფი). ალექსი მესხიშვილის შესახებ იოანე ბატონიშვილი წერს: „ესე იყო მეცნიერი კაცი, მოძღუარი სულიერი ანტონ კათალიკოზისა, მწერალი ხუცურისა და მხედრულისა, რომელიც ღირს ქებისა არს ნაწერებისაგან. ამან მრავალნი საღმრთო წერილნი და ისტორიანი გადასწერნა. და ამან კეთილად აღზარდა შვილნი თვისნი გიორგი, სოლომონ და დავით, რომელთაც ასწავლნა სამეცნიერო წერილნი, საღმრთონი და მგალობლობაცა...“ (ვახტანგ ბერიძე, „ძველი ქართველი ოსტატები“, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1967, გვ. 154, 157)
ალექსი მესხიშვილის მიერ გადაწერილი რჯულისკანონი კალიგრაფიული ნაწერი არაა. იგი სწრაფი ხელითაა ნაწერი და ნასწორებიცაა. აქაც კი, ანუ გაკრული ხელით ნაწერში, გამოყენებულია მთავრული ასოები – ასომთავრული (იქვე, გვ. 155, ხელნაწერი A 344).
განსაკუთრებულ კალიგრაფიულ ოსტატობას მიაღწია სოლომონ ალექსის ძე მესხიშვილმა (ანჩისხატის დეკანოზი 1791–1808 წლებში). „კალმასობაში“ ვკითხულობთ: „ამათაც (ალექსის ვაჟებმა) ისწავეს ხუცურისა და მხედრულის წერა, გარნა მხედრულის წერასა შინა ჯერეთცა არც ძველად და არც ახლად არავინ თქმულან უკეთეს ამათსა, და მეტადრე სოლომონ დეკანოზისა“ (იქვე, გვ. 160).
ვახტანგ ბერიძე სოლომონ მესხიშვილის ნაწერის შესახებ აღნიშნავს: „სოლომონის მხედრული ასოები ძალიან სასიამოვნო პროპორციისაა, სტრიქონებს ზემოთ ატანილი ასოებიც (ასომთავრული – გ.ჭ.) ზომიერია, თვალს არ აჭრელებს (ხაზგასმა ყველგან ჩვენია – გ. ჭ.), ნაწერი თითქოს „მშვიდია“, მკაფიო, სანახავად სასიამოვნო და საკითხავად ადვილი“ (იქვე, გვ. 162, აქვეა ხელნაწერთა ფოტოპირებიც.).
რა თქმა უნდა, თანამედროვე ანბანში მთავრული ასოების შემოტანა მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არაა. ამას სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთა დიდი მუშაობა სჭირდება. ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი აზრი წარმოვადგინეთ ამ წერილში, რომელსაც სოლომონ მესხიშვილის სიტყვებით დავასრულებთ: „ვითარცა ცას ვერ იხილავთ, რომ არა აქვნდეს მცირედი ღრუბელი, აგრეთვე ჩემ მიერ ნაჩხაბი ეგრეთ არს...“

გიორგი ჭაუჭიძე, ჩივთკილისის საჯარო სკოლის პედაგოგი

05,05,2011 წ.  

(გამოქვეყნებულია გაზეთში "ახალი განათლება")

მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე

ავტორები: მიხეილ გიორგაძე,  მერი ნებიერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 
განათლების ადმინისტრირების პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
2014 წელი 
(პირველი სემესტრი) 

  აბსტრაქტი 

 წინამდებარე ნაშრომი „მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე“ სასწავლო პროცესის იმ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის საპილოტე კვლევას წარმოადგენს, როგორიცაა მასწავლებლის საკუთარი თავისა და პროფესიისადმი დამოკიდებულებების გავლენა სწავლებისა და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. პიროვენების „მე-კონცეფციის“ კარგად გააზრების შემთხვევაში, შეგვიძლია ვიმსჯელოთ თვითშეფასების ხარისხზეც, რომლის ნაირგვარობაც მასწავლებლებში გარკვეულ ქცევებს წარმოშობს. განათლების ფსიქოლოგია კი სწავლობს ამ ქცევების ტიპებს და მათ გავლენას ურთიერთობებზე, სასწავლო გარემოზე და მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე.
 წინამდებარე საპილოტე კვლევა წარმოადგენს სწორედ მცდელობას იმისას, რომ დავადგინოთ მასწავლებელთა თვითშეფასების დონე. აღნიშნული კვლევის ინტრუმენტად გამოყენებულია რაოდენობრივი ტიპის ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის შედეგები საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ კონკრეტული სკოლის იმ ზოგად ტენდენციებზე საგაკვეთილო გარემოსა და აკადემიური შედეგების კუთხით, რასაც მასწავლებელთა თვითშეფასება ქმნის. 
 კვლევის საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ შედეგები განზოგადებული სახით წარმოვადგინოთ, სადაც არ არის განხილული მასწავლებლების თვითშეფასების ანალიზი ინდივიდუალურად, თუმცა შედეგების განზოგადებული ფორმა იძლევა ზოგადი განწყობების შესაფასების საშუალებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება ორგანიზაციის ხელმძღვანელს სწორად შეაფასოს მასწავლებელთა განწყობები და ასევე მათი პროფესიული საჭიროებები. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის სწორად დასაგეგმად. 

  შედეგების განხილვა 

 ჩვენი პროექტის მიზანი იყო ჩაგვეტარებინა მასწავლებელთა თვითშეფასების, საკუთარი საქმიანობისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულების კვლევა სსიპ დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის მაგალითზე. კვლევის აქტუალურობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელზეც დამოკიდებულია სკოლაში სწავლებისა და აღმზრდელობითი საქმიანობის ხარისხი. ამ კუთხით არაერთი კვლევაა ჩატარებული და არაერთი ორგანიზიაციაა (სამთავრობო თუ არასამთავრობო), რომელიც განათლების საკითხებზე მუშაობს, ამახვილებს ყურადღებას ამ ასპექტებზე. ამიტომაც კვლევის დაწყებამდე საშუალება გვქონდა, საკმაოდ ვრცელ და საჭირო ინფორმაციას გავცნობოდით. 
სანამ უშუალოდ კვლევითი ნაწილის განხილვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის კავშირები, რაც თვითშეფასებასა და პროფესიული საქმინობით გამოწვეულ კმაყოფილებას შორის არსებობს. განათლების ფსიქოლოგია სწორედ ამ ორი ფაქტორის ურთიერთკავშირს ასახელებს მასწავლებლის მიერ საკუთარი თავის კონტროლის დონის განმსაზღვრელად. 
 სწავლების თანამედროვე მიდგომები, როგორც ვიცით, აქცენტს აკეთებს არა იმ ტიპის მასწავლებელზე, რომლიც საკუთარი მოსწავლეების განათლებით არის დაკავებული, არამედ მასწავლებლზე, როგორც მოსწავლეების დამხმარეზე სწავლების პროცესში. ასეთ მიდგომებს სწორედ მაღალი თვითშეფასებისა და მაღალი პიროვნული პოტენციალის მქონდე მასწავლებელი იჩენს. 
 აქვე აუცილებლად უნდა განიმარტოს თვითშეფასების მნიშვნელობა აღნიშნულ კონტექსტში. ამისათვის აუცილებელია შემოვიტანოთ მე- კონცეფცია, ადამიანის შეხედულებები საკუთარ თავზე, შესაძლებლობებზე, სოციალურ სტატუსზე და ა.შ. ამ აზრებისა და შეხედულებების ემოციურ - დადებით და უარყოფით შეფასებას უწოდებენ სწორედ თვითშეფასებას, რომელიც შეიძლება იყოს დაბალი ან მაღალი. მაღალი თვითშეფასებისას პრობლემები ნაკლებია, მაღალი სოციალური ურთიერთობები შედარებით მოგვარებულია, ხოლო დაბალი თვითშეფასებისას სოციალური პრობლემებისგან თავის დასაღწევად ადამიანი იკეთებს სოციალურ ნიღაბს, რომლითაც შედის გარემოსთან ურთიერთობაში. სწორედ ამ ურთიერთობებზეა საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ მასწავლვლების თვითშეფასებასა და მის გავლენაზე სასწავლო პროცესზე.
 ჩვენ მიერ შეგროვებული მასალები ნათლად აჩვენებს კონკრეტული სკოლის მდგომარეობას მასწავლებელების თვითშეფასების კუთხით, რაც თავის მხრივ, ქმნის გარემოს სკოლაში და აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე. 
 საგანგებოდ შედგენილი კითხვარის მეშვეობით გამოვიკვლიეთ, როგორი თვითშეფასება აქვთ საჯარო სკოლის მასწავლებელებს. საკვლევად ავიღეთ ერთი სკოლა - სსიპ დაბა სურამის N2 საჯარო სკოლა. კვლევის ფარგლებში გამოვიკითხეთ 24 პედაგოგი. კითხვარი მოიცავდა ყველა იმ კომპონენტს, რომლითაც წარმატებული მასწავლებელი ხასიათდება. რესპოდენტები საკუთარ შესაძლებლობებს ყველა ამ კომპონენტის მიხედვით 5 ბალიანი შკალის მიხედვით აფასებდნენ. შედეგები ასეთია:




კითხვარების ანალიზი და მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ მასწავლებლების უმეტესობის თვითშეფასება (83%) მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიუთითებს. მხოლოდ 13% მასწავლებლებისას აქვს ადეკვატური თვითშეფასება, რაც მათ პროფესიონალიზმზე მიანიშნებს. გამოკითხულთა 42%-ის თვითშეფასება კი მათი უმაღლესი კავლიფიკაციის მიმანიშნებელია. მასწავლებლების მხოლოდ მიცირე ნაწილია, რომელთა შედეგებიც აჩვენებს, რომ ისინი საკუთარ პროფესიასა და ფუნქციონალურ მოთხოვნილებებში არ მოიაზრებენ საკუთარ თავს. აღნიშნული ტენდენციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებელები პროფესიული განვითარების მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს საჭიროებენ (ტრენინგები, გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები, კონფერენციები და ა.შ.). აღნიშნული ფსიქოლოგიური კვლევა ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი აქტივობების საჭიროების დასადგენად.
თეორიული მასალა, არაერთი კვლევა, რომლებიც ჩატარებულა სახვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოში ამტკიცებს, რომ მასწავლებლების თვითშეფასება აისახება მოსწავლეთა ქცევასა თუ აკადემიურ ხარისხზე. მასწავლებლების ტიპი განსაზღვრავს, როგორია მოსწავლე - პასუხისმგებლიანი თუ პირიქით, სწავლაზე ორიენტირებული თუ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით სავსე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ მასწავლებლის თვითშეფასების ხარისხი აისახება ბავშვის როგორც სკოლაში ქმედებაზე, ასევე მის გარკვეულ ფსიქოტიპად ჩამოყალიბებაზე, მის პიროვნულ ღირებულებებსა და შეხედეულებებზე. მაგალითად: მასწავლებელიმოწამე“; მასწავლებელიმეგობარიდა მასწავლებელიპარტნიორიყოველთვის ქმნის მისთვის დამახიათებელ გარემოს საკლასო ოთახში და ზემოქმედებს სასწავლო პროცესზე. პირველი ტიპის მასწავლებლის შემთხვევაში მოსწავლეები უპასუხისმგებლოები, პრობლემისაგან გაქცევის მომხრენი და თავხედები არიან. მეორე შემთხვევაში მოსწავლეები საერთოდ კარგავენ პასუხისმგებლობის გრძნობას. ხოლო მესამე შემთხვევაში მოსწავლე მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებულია.
აღნიშნული კვლევის პილოტირება, რაც მხოლოდ მცდელობაა მასწავლებელთა თვითშეფასების საკვლევად, რა თქმა უნდა, არ  იძლევა საშუალებას დავადგინოთ თითოეული მასწავლებლის ტიპი. ამის გამო შეუძლებელია ინდივიდუალური რეკომენდაციების მიცემა მასწავლებლებზე, თუნმცა, ვფიქრობთ, ის ნამდილად არის წინაპირობა იგივე შინაარსის კვლევის გასაგრძელებლად.
კვლევისას და აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოძიებისას ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო რამ გამოიკვეთა, რაც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანისათვის, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თვითშეფასება შეიძლება ადამიანმა აიმაღლოს, თუ ამას ყურადღებას მიაქცევს და მიიჩნევს, რომ ამაზე ზრუნვა აუცილებელია.
  
თვითრეფლექსია - მერი ნებიერიძე
არნიშნულ კვლევაზე - „მასწავლებლების თვითშეფასება და მისი გავლენა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხზე“ - ვმუშაობდით ორნი: მე, მერი ნებიერიძე და მიშა გიორგაძე. კვლევის პროცესი გაგრძელდა 10 დღის განმავლობაში და ამ პროცესმა მე მომცა გარკვეული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც, ვფიქრობ,  სასარგებლო და გამოსადეგი იქნება ჩემთვის მომავალ საქმიანობაში.
კვლევაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და ჩემთვის ინფორმაციული აღმოჩნდა. პირველი ეტაპი - კითხვარის მომზადება, შემდეგ მისი პილოტირება და შემდგომ უკვე უშუალოდ მონაცემების ანალიზი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. ჩემი ჯგუფის წევრზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან კომფორტული ადამიანია ერთად სამუშაოდ და გუნდური საქმიანობა მასთან მართლაც იყო ჩემთვის კარგი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მომცემი.
ჩვენ კვლევის ყველა ეტაპზე ვმუშაობდით ერთობლივად, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მისი როლი უფრო მნიშვნელოვანი იყო სამუშაო პროცესში. ჩემი ჩართულობა, გადაწყვეტილებების მიღებისას ინიციატივიანობა და სხვ. შემიძლია ხუთქულიან შეფასებას თუ ავიღებთ, შევაფასო 3 ქულით.


თვითრეფლექსია - მიხეილ გიორგაძე

წინამდებარე ჯგუფურ პროექტზე ვიმუშავეთ ორმა წევრმა მე - მიხეილ გიორგაძემ და მერი ნებიერიძემ. სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გარდა უნივერსიტეტში აკადემიური მიზნებისა აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის, რადგან კვლევა ჩემს სკოლაში ჩავატარე. აქედან გამომდინარე, მის შედეგებს ჩემთვის ორმაგი მნიშვნელობა ქონდა. საკმაოდ ღირებულია ჩემთვის კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ჩემი მასწავლებლების თვითშეფასების შესახებ, რომელიც მაძლევს მე საშუალებას, თუნდაც ზოგადეი ტენდენციების საფუძველზე, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები სწორად დავგეგმო. კვლევა ნათლად აჩვენებს და მიანიშნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებზე, რაც შესაძლებელია, გახდეს კიდეც სკოლაში სხვადასხვა ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტიმულიც. ამ მიმართულებით ჩემი, როგორც ხელმძღვანელის როლი მნიშვნელოვანია. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ნამდვილად მნიშვნელოვან გამოცდილებას იძლევა ჩემთვის.
პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე აქტიურად ვიყავი ჩართული. მუდმივად ვაწვდიდი ინფორმაციას ჩემს მეწყვილეს კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც მეხმარებოდა კვლევის შედეგების კლასიფიცირებასა და ანალიზში.
კვლევის ნაწილის საველე სამუშოების ეტაპზე ბევრი სამუშაოს შესრულებამ მომიწია იმ მიზეზით, რომ გამოკითხვა ჩემს სკოლაში გავაკეთე, რაც სულაც არ ნიშნავს ჩემი მეწყვილის პასიურობას.
  


გამოყენებული ლიტერატურა

ბ.: მელიქიშვილი, მანანა. „მასწავლებლის თვითშეფასება და მისი გალევნა სასწავლო პროცესზე.“ ლექციები მასწავლებლებისათვის, ნოემბერი 5, 2005.

ბ.: ჯაფარიძე მანანა. განათლების ფსიქოლოგია. მანანა ჯაფარიძე. თბილისი: ს.ს. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005.





დანართი N1

განათლების ფსიქოლოგია.
.. ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, 2005.

testi
ra doneze vflob pedagogiur unar-Cvevebs?”
(SeafaseT TiToeuli unaris mixedviT sakuTari Tavi 1 dan 5 qulis CaTvliT. qulebi SekribeT)
1. akademiuri (sagnis codna)
2. didaqtikuri(masalis gasagebad axsna)
3. perceptuli(moswavlis sulier samyaroSi wvdoma)
4. metyvelebiTi(metyvelebis kultura)
5. komunikaciuri(urTierTobis.. )
6. organizaciuli(saswavlo procesis sxvadasxva komponentebis marTva)
7. avtoritaruli(saWiroebis SemTxvevaSi Zalauflebis gamoyeneba)
8. diagnostikuri(daadgino - ra SemTxvevasTan gaqvT saqme)
9. prognostuli(gansazRvro ra zemoqmedeba ra SesaZlo Sedegs gamoiwevs)
10. sugesturi(STaagono moswavle Seni saqmianobiT)

20 _ 24 qula _ sworad airCieT profesia?
25 _ 29 qula _ udidesi Sroma mogiwevT, Tu maswavlebloba gadawyviteT.
30 _ 34 qula _ monacemebi gaqvT, TandaTan aimaRloT kvalifikacia.
35 _ 39 qula _ araferi ar gWirdebaT, Camoyalibebuli profesionali xarT.
40 _ 44 qula _ umaRles kvalifikacias flobT.

45 _ 50 qula _ araadekvaturi, zedmetad maRali TviTSefaseba gaxasiaTebT.

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | coupon codes